ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი ოსლოში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

გორელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ნორვეგიის ქალაქ ოსლოში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების წევრი 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

“ოლიმპიადის შემდეგ რამდენიმე დღე გვქონდა ენერგიის აღსადგენად. ახლა მაქსიმალურად ვშრომობთ იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ფორმაში შევხვდეთ. ნამდვილად საპასუხისმგებლო შეჯიბრია და ყურადღებაა საჭირო, გავალთ და დავიხარჯებით”, – განაცხადა პეტრიაშვილმა 

ჩემპიონატი 2-10 ოქტომბერს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში ჩატარდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები