ახალი ამბები

გორში ტელევიზორის ქურდობისთვის მამაკაცს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში მ.შ -მ ტელევიზორი, ე.წ “რესივერი”,  2 ცალი დინამიკი და დინამიკის გამაძლიერებელი მოიპარა. იგი დააკავეს და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.

საქმე მოსამართლე დავით მაკარიძემ განიხილა.

“მ.შ-მ საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და დაეუფლა ასანოს ფირმის ტელევიზორს, ე.წ რესივერს, 2 ცალ დინამიკს და ჯენიუსის ფირმის გამაძლიერებელს, რის შედეგადაც ოჯახს მიადგა 350 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი” , – ვკითხულობთ საქმის მასალებში.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და ადვოკატმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მოსამართლემ მას 1-წლიანი პატიმრობა, 6 000 ლარიანი ჯარიმა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.