ახალი ამბები

კარალეთთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაქტორი შეეჯახა, დაშავებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ოპერაცია უტრდება.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს ლავიწის ძვლის მოტეხილობა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება აქვს.

დატოვეთ კომენტარი