ახალი ამბები

დავით მახნიაშვილმა “ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაცია დატოვა

დავით მახნიაშვილი “ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაციის წევრი აღარ არის. პარტია მან დღეს დატოვა და აღნიშნა, რომ მიზეზი ადგილობრივ დონეზე პარტიული საკადრო გადაწყვეტილებებია. სად გააგრძელებს საქმიანობას მახნიაშვილი, ამის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

“წამოსვლის მიზეზი არის ადგილობრივ დონეზე პარტიული საკადრო გადაწყვეტილებები, რასაც არ ვეთანხმებოდი. მეტწილად ამ გარემოებამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. თუ სად და როგორ გავაგრძელებ მოღვაწეობას, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის შემდეგ ვისაუბრებ”, -აღნიშნა დავით მახნიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები