ახალი ამბები

ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 10 სექტემბრიდან შეძლებენ 

ფერმერები, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ, – აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნია ავრცელებს. 

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი უკვე მოქმედებს. 

“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას – 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან”,– ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი