ახალი ამბები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

გორის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

მან “ფაიზერის” პირველი დოზა სამხედრო ჰოსპიტალში მიიღო.

“საზოგადოებას მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ, რადგან ამის გარეშე რთული იქნება დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მე პირადად, ძალიან მძიმედ გადავიტანე კორონავირუსი” , – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

იგი სწორედ მაშინ დაინფიცირდა, როცა ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვირუსმა ხელი შეუშალა და შესაბამისად, გამოეთიშა 2021 წელს ტოკიოში გამართულ ოლიმპიადას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.