ახალი ამბები

გორში, “ლელოს” სიის პირველი ნომერი პაპუნა კობერიძე იქნება

საკრებულოს მოქმედი წევრი პაპუნა კობერიძე მოახლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებში ისევ მიიღებს მონაწილეობას. გორში “ლელოს” პროპორციულ სიაში ის პირველი ნომერია. პაპუნა კობერიძე გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც პარტიამ ის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

პაპუნა კობერიძე მოქმედი საკრებულოს წევრი “შენების მოძრაობიდნ” გახდა. ამჟამად კი ის “ლელოს” ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელია. ცნობილია სიის მეორე ნომერიც, ის გორელი ფინანსისტი, თამარ ედიშერაშვილია.

რაც შეეხება მერობის კანდიდატს, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სოსო ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ჯერ ისევ კონსულტაციები მიმდინარეობს. ეყოლება თუ არა “ლელოს” გორში მერობის კანდიდატი და თუ არა, ვის დაუჭერს მხარს პარტია გორში ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.