ახალი ამბები

გორის მერიამ ერთ დღეში 345 727 ლარის  14 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 23 აგვისტოს, ერთდროულად 14 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, რომლის ჯამური ღირებულება 345 727 ლარია.

თითოეული ხელშეკრულების ღირებულება 5 000 ლარზე მეტია და უკავშირდება “სოფლის მეურნეობის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს.

გზების მოხრეშვა, ამბულატორიების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, საბავშვო ბაღების ეზოს რეაბილიტაცია – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 28-ზე მეტ სოფელში განხორციელდება.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ, 14-ვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩამონათვალს:

  1. პატარა ხურვალეთში, საყავრეში, ფიცესში და წითელწყაროში, პირუტყვის დასაწყურებლების მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 33 382.8 ლარს;
  2. სოფელ ღვარებში შიდა საუბნო გზების მოხრეშვის სამუშაოები – ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 9 587.50 ლარს;
  3. ქვემო ნიქოზში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 14 515 ლარს;
  4. სოფელ თორტიზაში და დიდ გარეჯვარში, სკვერების მოწყობის სამუშაოები; ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 31 028.63 ლარს;
  5. სოფელ ერგნეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები – 23 679 ლარი;
  6. სოფელ არაშენდაში  არსებული სკვერის და სატრენაჟორო სივრცის შემოღობვის, ხოლო სოფელ ვარიანში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები – 34 626.99 ლ;
  7. სოფელ ფხვენისში  საფეხბურთო ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის და საჭიდაო არენის სარეაბილიტაციო სამუშაოები –  14 011.85 ლარი;
  8. სოფელ კარბში და მერეთში საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები – 30 845.72 ლარი;
  9. სოფელ დეგეულაში, მუმულაანთ კარში, დიდი ატენში და ბერბუკში  სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები – 37 886.65 ლარი;
  10. სოფელ ბერშუეთში და ზეღდულეთში  სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გასწვრივ ღობის მოწყობის სამუშაოები  – 29 188.54 ლარი;
  11. სოფელ ზარდიაანთკარში და ზემო რეხაში  სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გასწვრივ ღობის მოწყობის სამუშაოები – 31 611 ლარი;
  12. სოფლებში – ქვემო რიეთი, ზემო ბოშური და ბობნევი,  სკვერების მოწყობის სამუშაოები – 30 963 ლ;
  13. სოფლებში – ნადარბაზევი, ხიდისთავი ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები – 37 000 ლ;
  14. სოფლებში – ციცაგიაანთკარი და კვარხეთი  ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები  – 27 406 ლარი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.