ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში გზების გაწმენდა მიმდინარეობს

ბოშურის ტერიტორიულ ორგანოში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზა თხილნარაში გაიწმინდა. 

გორის მერიის ინფორმაციით მსგავსი ტიპის სამუშაოები კიდევ 4 სოფელში განხორციელდება

“თხილნარის გზა იწმინდება. პროგრამის ფარგლებში ბოშურის ტერიტორიულ ორგანოში გზები კიდევ 4 სოფელში ტუსრევში, ყველაანთუბანში, გაგლოაანთუბანსა და ლევიტატანაშიც გაიწმინდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მთის სოფლებში არსებულ გზებზე გადაადგილებისას პრობლემები აღარ შექმნება”, – ნათქვმია მერიის ინფორმაციაში

საპროექტო მონაკვეთების სიგრძე 10 კილომეტრამდეა. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარია.

დატოვეთ კომენტარი