ახალი ამბები

ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრის 

ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრის. ედიშერაშვილის თქმით, ის პარტიის “ლელო” სიით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. ედიშერაშვილი სიაში მე-2 ნომერი იქნება.

“ლელომ შემომთავაზა კანდიდატობა იმისთვის, რომ ჩემი კვალიფიკაცია გამოიყენოს ქალაქმა. ეს შეიძლება ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ რაც ახლა ბიუჯეტს სჭირს, ექიმს რომ აყურებინონ სანიტარი როგორ აკეთებს ოპერაციას, ზუსტად ეს განცდა მტანჯავს და ეს არ არის მხოლოდ პროფესიული ემოცია. ეს სისულელეები პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეზე. ამისთვის “ლელო” არ მთხოვს პარტიულობას, მე მხოლოდ მხარდამჭერი ვიყავი, რადგან არც “ოცნება” მინდა, არც “ნაციონალური მოძრაობა” და ჩემთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია ეს პარტია”, – ამბობს თამარ ედიშერაშვილი. 

ინფორმაციისთვის, ედიშერაშვილს მაჟორიტარობის მცდელობა 2-ჯერ ჰქონდა, ერთხელ დამოუკიდებლად, ერთხელ კი “შენების მოძრაობიდან”. 

დატოვეთ კომენტარი