ახალი ამბები

ადამიანის უფლებთა ცენტრის და ასოციაციის “თანხმობა” მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს 

ადამიანის უფლებათა ცენტრი და ასოციაცია “თანხმობა” ავრცელებს ერთობლივ მიმართვას სახელმწიფოსადმი, სადაც ხაზს უსვამენ პანდემიის პირობებში მარტოხელა ხანდაზმული და ასევე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე. 

მიმართვაში საუბარია ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ინტერნეტზე შეზღუდული წვდომა, სოფლის ამბულატორიებში არასათანადო აღჭურვილობაზე და სოფლის ექიმების ნაკლებად ჩართულობას მოსახლეობის საჭიროებების გადაჭრის კონტექსტში. 

COVID 19-ის პანდემიის პირობებში პრაქტიკულად, ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები მარტოხელა ხანდაზმულები, ასევე - სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ნაკლები წვდომა აქვთ ინტერნეტზე და შეზღუდულია მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. სოფლებში მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია  არც  კოვიდ 19-ის პანდემიის რისკების, არც - ვაქცინაციის პროცესის შესახებ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სოფლად მცხოვრები  მარტოხელა ხანდაზმულებისთვის  (და არა მხოლოდ) ქვეყანაში არსებულ ვაქცინებზე,PCR და ანტიგენ ტესტებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ დაბალია.. ამიტომ, ხანდაზმულები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,  ისედაც წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ჯგუფს,  და შესაბამისად, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას სახელმწიფოსგან.

1 – ზოგიერთ სოფელში ამბულატორიები პრაქტიკულად არ არიან აღჭურვილი საჭირო ტექნიკით, მედიკამენტებით და სხვა საჭირო ნივთებით. ასევე, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ სოფლის ექიმები  პანდემიის დროს ნაკლებად  ჩამოდიან სოფლებში

2  რადგან ადგილზე, როგორც წესი,  არ არსებობს  ანტიგენზე  ტესტის გაკეთების საშუალება, პოტენციურად დაავადებულები  მოდიან რაიონის ცენტრში ტაქსით ან მარშრუტკით, რაც საფრთხეს უქმნის  მძღოლს და სხვა პირებს.

3 – ყველაზე  გავრცელებული ჩივილები – მედიკამენტების არქონა და მაღალი ფასებია. ხანდაზმულებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო პროგრამები ნაკლებად ხორციელდება რეგიონებში – ხშირად, ექიმები არ უწერენ ხანდაზმულებს იმ წამლებს, რომლებიც შედიან  საშეღავათო სიაში, და პენსიონერებს უწევთ დიდი თანხების გადახდა ან სულაც ვერ ღებულობენ საჭირო მედიკამენტს. საშეღავათო მედიკამენტებზე უნდა არსებობდეს ზუსტი ინსტრუქცია, რომელიც გასაგები იქნება ხანდაზმულებისთვის და  აფთიაქის მუშაკებისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და ასოციაცია “თანხმობა” ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ სოფლის ექიმები აქტიურად ჩართონ პანდემიასთან ბრძოლაში, ასევე ხელი შეუწყონ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლოების ვაქცინაციას და ტესტირებას. 

  • გააძლიერონ პირველადი ჯანდაცვის რგოლი – სოფლის ექიმები აქტიურად ჩართონ პანდემიასთან ბრძოლაში. გადაამზადოს და ეფექტიანი ზედამხედველობა გაეწიოს მათ მუშაობას.
  • იქ, სადაც არ არის ამბულატორიები, შექმნას დროებითი სამედიცინო მობილური ჯგუფები, რომლებიც იმოძრავებენ კომპაქტურად ჩასახლებულ თემებსა და გამყოფ ხაზთან განლაგებულ სოფლებში და ადგილზე განახორციელებენ ვაქცინაციას და ტესტირებას.
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს:
  •  სოფლის ამბულატორიები აღიჭურვოს ანტიგენ ტესტებით, რათა დაინფიცირებულმა მოქალაქემ შეძლოს ტესტირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გარეშე, რაც შეამცირებს ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკს;
  •  გაიზარდოს სოფლებში იმ ამბულატორიების ჩამონათვალი, სადაც აცრის მსურველებს თავისუფლად შეეძლებათ დაბრკოლებების გარეშე ვაქცინაცია.
  • გააქტიურდეს მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.