ახალი ამბები

გორის საკრებულოს დეპუტატებს covid 19 დაუდასტურდათ – სხდომა დისტანციურად ჩატარდება

​კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 11 თებერვალს დისტანციურად ჩატარდება. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ სხდომა ონლაინ – ზუმის საშუალებით ჩატარდება.

“კორონავირუსი დაუდასტურდა საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს, ზოგიერთი მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება, აქედან გამომდინარე, სხდომას დისტანციურად ვატარებთ” , – განმარტავს ზაზა ნასყიდაშვილი.

როგორც ცნობილია, სხდომაზე დასწრება თავისუფალია. საკრებულო ონლაინ დასწრების ლინკს ავრცელებს:

“შემოგვიერთდეთ ქვემოთ მოცემული ლინკის საშუალებით.

იხ. ლინკი :

Join Zoom Meeting

https://us04web.zoom.us/j/79443100569…

Meeting ID: 794 4310 0569

Passcode: 7777 “

დატოვეთ კომენტარი