ახალი ამბები

კირბალში ანტისაოკუპაციო საბჭო წარადგინეს 

გორის მუნციციპალიტეტის სოფელ კირბალში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, შეიქმნა ანტისაოკუპაციო საბჭო, რომელში გაერთიანდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

“ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ გაერთიანება და პოლიტიკურ ველზე დაბრუნება, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. დღეს ჩვენი ქვეყანა დგას ახალი ტერიტორიების ანექსიის საფრთხის წინაშე. რატომღაც ეს საკითხი არ არის პირველხარისხოვანი, ამიტომ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება და ვდგებით ერთად ამ საფრთხეების წინაშე. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან, რათა შეაფერხონ ეს პროცესი”, – განაცხადა დავით ქაცარავამ. 

ინფორმაციისთვის, დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებთან ერთად, კირბალში იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, ელენე ხოშტარია, გიორგი ბარამიძე და სხვები. 

დატოვეთ კომენტარი