ახალი ამბები

გორის მერია ატენში შიდა უბნების გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ატენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას გეგმავს. უწყებამ პროექტის შედგენის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. გარდა ამისა, მერია გორში, ცხინვალის გზატკეცილის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაციასაც გეგმავს.

“ატენში 3 უბნის გზის რეაბილიტაციის საორიენტაციო ღირებულება 1 500 000 ლარია, ხოლო გორში, ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება 800 000 ლარია” , – განმარტებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დეტალური საინჟინრო პროექტის შესადგენად, გორის მერია შერჩეულ კომპანიას 69 000 ლარამდე თანხას გადაუხდის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.