გორის სათემო რადიო “მოზაიკა” იწვევს სამოქალაქო აქტივიზმით და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ გოგონებს პროექტში “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ჩასართავად.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 35 წლამდე გოგონებს და ქალებს, რომლებიც ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში.
შერჩეული აპლიკანტები, პროექტის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რომლის საშუალებითაც ისწავლიან:
როგორ უნდა დაწერონ ახალი ამბავი;
როგორ იწერება სტატია;
რა განსხვავებაა ინტერვიუსა და გადაცემას შორის;
როგორ უნდა დაგეგმონ და გააკეთონ ფოტო პროექტები;
როგორ დაამონტაჟონ აუდიო მასალები.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, ისინი გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას გორის სათემო რადიო “მოზაიკაში” და მენტორ ჟურნალისტებთან ერთად, მათთვის საინტერესო თემებზე მოამზადებენ სხვადასხვა სახის ჟურნალისტურ მასალებს.
პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცემა მიღებული ცოდნის და გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სასწავლო კურსისა და სტაჟირების ხარჯები იფარება პროექტის მიერ, რომელსაც გორის სათემო რადიო “მოზაიკა” საერთაშორისო ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” (Civil Rights Defenders) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტში ჩასართავად, აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 2022 წლის 15 თებერვალი.
აპლიკაციის შესავსებად, გადადით ბმულზე: https://bit.ly/34cICTR