ახალი ამბები

გორის კულტურის სახლში ბიუჯეტის ხარჯზე ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდნენ

გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ანტიკორუფციულმა სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინეს, რაც შეეხება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციას, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

“გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა” , – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთვნოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.