ახალი ამბები

რა თანხა იხარჯება გორის საკრებულოში თანამდებობის მქონე პირების ხელფასებში 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების სახელფასო სარგოების განსაზღვრაზე იმსჯელებს. 

დადგენილების მიხედვით, რომელიც საკრებულომ 11 თებერვლის სხდომაზე უნდა გაიტანოს, ირკვევა რომ საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასებში ყოველთვიურად 22 000 ლარზე მეტი იხარჯება, რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 60 000 ლარამდეა. 

საკრებულოში 23 თანამდებობის მქონე პირია, აქედან საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ყოველთვიური ანაზღაურება 15 400 ლარია. 

კომისიების, ფრაქციებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო სარგო თვეში 42 790 ლარს შეადგენს. 

დატოვეთ კომენტარი