ახალი ამბები

გრაფიკული დიზაინერი, ფოტოგრაფი, ოპერატორი – გორის მერი თანამშრომლების დამატებას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერიაში 3 თანამშრომლის დამატებას ითხოვს, რომელსაც ხელშეკრულებით აიყვანს. შესაბამისი წინადადება მერიამ საკრებულოს უკვე გაუგზავნა.

“გაზრდილი სამსახურეობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილებას ესაჭიროება სპეციალისტი, რომლის ფუნქცია იქნება აღნიშნული სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში დახმარება” , – ასე განუმარტავს გორის მერია საკრებულოს შტატის დამატების აუცილებლობას.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტის გარდა, მერს სურს, რომ უწყებას დაემატოს გრაფიკული დიზაინერის და ფოტოგრაფი/ოპერატორის პოზიციები.

აღნიშნულ საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

დატოვეთ კომენტარი