ახალი ამბები

ძაღლი, რომელსაც გორში კისტის თოფიდან ესროლეს, გამოჯანმრთელდა

გორში ძაღლს სავარაუდოდ, კისტის თოფით ესროლეს. ის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ აგრძელებს მკურნალობას.

“ეს ბომბორა ცუგა, ფალიაშვილის ქუჩიდან შემოვიყვანეთ, სავარაუდოდ ნასროლი აქვს კისტის თოფით, საბედნიეროდ ცუგა გადარჩა და თავს კარგად გრძნობს, მალე გავუშვებთ” , – ამბობს თამარ აფციაური, სააგენტოს ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, საკმაოდ გახშირდა ცხოველების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მან საზოგადოებას მეტი გულისხმიერების და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.