15 ცალი პლანშეტური კომპიუტერის შესაძენად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 800 ლარი გაითვალისწინა.
უწყებამ სატენდერო დოკუმენტაციაში ის ტექნიკური მონაცემები ასახა, რომელიც პლანშეტებს უნდა ჰქონდეს:
1. ეკრანის ზომა არანაკლებ 10.1" არაუმეტეს 12.9"; 2. რეზოლუცია არანაკლებ 1280 X 800; 3. SIM მხარდაჭერა; 4. უსადენო კომუნიკაცია: Wi-Fi/hotspot/bluetooth; 5. 4G სტანდარიტი LTE ტექნოლოგია; 6. ოპერატიული მეხსიერება: არანაკლებ 3 GB; 7. შიდა მეხსიერება არანაკლებ 32 GB; 8. კამერა: ფრონტალური არანაკლებ 5 MP, ძირითადი არანაკლებ 8 MP, ავტოფოკუსი; 9. GPS ნავიგაცია; 10.აუდიო სისტემა: დინამიკი და მიკროფონი.
კომპლექტაცია: უნდა მოყვებოდეს ჩანთა(კეისი), რომელსაც უნდა გააჩნდეს სადგამი ფეხი, დასაკეცი ფეხი, გახსნილ მდგომარეობაში მაგიდაზე დადგმის შესაძლებლობით;
შესაბამისი აკუმულატორი, სატენი, USB სადენი;
უნდა მოყვებოდეს ექსპლუატაციისთვის ყველა საჭირო აქსესუარი.
შერჩეულმა კომპანიამ პლანშეტების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი