ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის მერია სამხრე კამერებს ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 ცალ სამხრე კამერას შეიძენს, უწყებამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა.

კამერების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 350 ლარია გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ კამერების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

გორის მერიას სატენდერო დოკუმენტაციაში განმარტებული არ აქვს, თუ რომელი სამსახურისთვის ან რა მიზნით ყიდულობს სამხრე კამერებს. 

დატოვეთ კომენტარი