გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) აბუ დაბის “გრანდ სლემზე” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აბუ დაბის ჩემპიონატზე მან ერთადერთი შეხვედრა დათმო, ნახევარფინალი, უზბეკ კიკმატილოკ ტურაევთან, მანამდე კი გაფრთხილებებით მოახსნევინა მოლდოველი ადილ ოსმანოვსი, რუს ყაზბეგ ნაგუჩევს კი დამატებით დროში ვაზარით მოუგო.
შავდათუაშვილს დამატებითი დრო დასჭირდა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სლოვენიელ მარტინ ჰოიაკთან, რომელიც ვაზარით დაამარცხა.
ლაშა შავდაუაშვილი წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და იჭიდავა ოლიმპიადის ფინალი. ის უკვე ფლობს ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს, ასეთი მიღწევა ჯერ არც ერთ ქართველ ძიუდოისტს არ ჰქონია.
დატოვეთ კომენტარი