გორში 106-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია. გორის 32-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, მალხაზ მირუაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბნები ყოველგვარი ხარვეზების გარეშე გაიხსნა. უბნებზე პირველი ამომრჩეველი უკვე მივიდა და გააკეთა საკუთარი არჩევანი.
გორის მუნიციპალიტეტში მერობისთვის სულ 4 კანდიდატი იბრძვის, საკრებულოში შესვლა კი 12 პარტიის წარმომადგენლებს სურთ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გორის 32-ე ოლქში სულ 112 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დატოვეთ კომენტარი