ახალი ამბები

გორის მე-13 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი პირადობის მოწმობის გარეშე დაუშვეს

გორში მე-13 უბანზე კომისიის წევრი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე დაუშვეს, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” “ამერიკის მხარდაჭერთა ლიგის” წარმომადგენელმა აცნობა. მისი ინფორმაციით, კომისიის წევრი პირადობის მოწმობის უქონლობის მიუხედავად, რეგისტრატორად აირჩიეს.

“დავწერე საჩივარი ამის შესახებ და ველოდები რეაგირებას”, – გვითხრა თეონა ფანქველაშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის დარღვევას გამორიცხავს გორის 32-ე საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მალხაზ მირუაშვილის თქმით, არჩეულ და რეგისტრირებულ კომისიის წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოეთხოვება, რადგან მას უკვე იცნობენ.

“კომისიის წევრი იყო და შევიდა უბანზე, როცა ერთმანეთს იცნობენ და ერთად საქმიანობენ, ვის უნდა წარუდგინოს პირადობა? რეგისტრირებული, არჩეული კომისიის წევრია, დანიშნულია. როცა არ სცნობენ მაგ შემთხვევაში სთხოვენ ხოლმე” – აღნიშნა მირუაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს გორის 32-ე ოლქში 106 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.