ახალი ამბები

ლაშა ჯიოშვილს და ნიკა წიქარიძეს გორის საკრებულოს წევრობა “გირჩის” სახელით სურთ

სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა წიქარიძემ და “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრმა ლაშა ჯიოშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა “გირჩის” სახელით გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ლაშა ჯიოშვილი გორში ამ პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება, ნიკა წიქარიძე კი – მეორე. ადგილობრივ დონეზე სხვა წევრთა შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მე ვიქნები ამ the დემოკრატიული პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი და ჩემს თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად ვიბრძოლებ გამარჯვებისათვის, ეს პირველ რიგში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და მჯერავს თავს წარმატებით გავართმევთ ყველა ერთად, მთავარი ბრძოლა იწყება ახლა“, – წერს ლაშა ჯიოშვილი.

ნიკა წიქარიძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი არასამთავრობო სექტორშიც იყო დასაქმებული. ამჟამად, როგორც თავად განმარტავს აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს.

“მოხდა ისე, რომ ბოლო წლების მანძილზე, იდეას რომელსაც მხარს ვუჭერდი არჩევნებზე და რომელი იდეებიც ყველაზე ახლოს დგას ჩემს პიროვნებასთან, შეხედულებებთან და ალბათ ყველაზე ინოვაციური მოძრაობაა დღეს საქართველოში, ამ პარტიის სიის მეორე ნომერი ვიქნები, ჩემს მშობლიურ ქალაქ გორში“, – განმარტავს ნიკა წიქარიძე.

დატოვეთ კომენტარი