ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გორში 5 კომპანიის დირექტორია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გორში ბიზნეს-წილებს 5 კომპანიაში ფლობს. არის ასევე ინდ.მეწარმეც. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას ამ ყველაფერზე უარის თქმა მოუწევს, რადგან მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის საქმიანობა ბიზნესთან შეუთავსებელია.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიები, რომლებსაც მახარაშვილი ხელმძღვანელობს, 2011-2020 წლებშია რეგისტრირებული:

შპს მეჯვრისხევი პლიუსი – 2011 წლის დეკემბერი.

შპს გვგ – 2014 წლის ივნისი,

შპს გ.დ.ბ. – 2019 წლის თებერვალი,

შპს ლექსგრუპი – 2020 წლის ივნისი,

თანადგომა1 – 2020 წლის ნოემბერი.

ინფორმაციისთვის, 2009 წლამდე ვასილ მახარაშვილი გორის გამგებელი იყო, რის შემდეგაც როგორც თავად ამბობს, სქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. ამ დრომდე საარჩევნო პროცესების დროს ღიად აღარ ჩნდებოდა, თუმცა ამბობს, რომ ყოველთვის ამ პარტიის გვერდით იდგა.

“ყოველთვის ვიდექი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით. პარალელურად ვმოღვაწეობდი კერძო სექტორში, კონკრეტულად კი ბიზნესში. ახლა, როცა ქვეყანა ჩამოშლის პირასაა და მოქალაქეები ამ ხელისუფლებამ შიმშილის ზღვარზე მიიყვანა, აღარ შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩავრთულიყავი არჩევნებში და დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას მერობის კანდიდატობაზე,” – ამბობს ვასილ მახარაშვილი.

დატოვეთ კომენტარი