გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
სკოლის ყველა აბიტურიენტმა ჩააბარა გამოცდები, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მარიამ აბალალაკმა, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატიცაა, ყველაზე მაღალი ქულები მოიპოვა.
“სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავს თითეულ მათგანს ამ სიხარულს და წარმატებულ ბედნიერ მომავალს უსურვებენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა, რის შემდეგაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი