ახალი ამბები

ხინჩეგაშვილი სხირელის სკოლის მენეჯერის პოზიციას ტოვებს

გორის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მენეჯერის პოზიციას ტოვებს.

“საარჩევნო კამპანიის პარალელურად შესაბამისი დრო აღარ ექნება, რომ სკოლასაც უხელმძღვანელოს, ამიტომ ამ დღეებში დაწერს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას” , – განმარტავს “ქართული ოცნების” გორის ოფისის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ხინჩეგაშვილი სკოლის მენეჯერად 2021 წლის დასაწყისში, ნუგზარ სხირელის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. “ქართულმა ოცნებამ” იგი მერობის კანდიდატად 30 ივლისს დაასახელა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.