ახალი ამბები

თბილისის საველე ჰოსპიტალში სამუშაოდ ექიმებს გორიდან ჩაიყვანენ

თბილისში, გახსნილი საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზადაა, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება უკიდურესი ზომა, როდესაც უწყება მის გამოყენებას გადაწყვეტს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში სამუშაოდ, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმებს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ჩაიყვანენ.

თბილისში ამ დროისთვის ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი, ერთი – 500 საწოლიანი ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში და მეორე -150 საწოლიანი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში.

მინისტრის ინფორმაციით, ორივეგან მხოლოდ მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტების მკურნალობას შეძლებენ.

დატოვეთ კომენტარი