ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, 2024 წელს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და კორუფციის მაღალი რისკიდან გამომდინარე, დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება.
სიაში მოხვდნენ მაღალჩინოსნები შიდა ქართლიდან:
– ზაალ დუგლაძე – ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი;
– ბადრი ნანეტაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
– გიგა მამესწარაშვილი – ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
TI-ის ცნობით, შესამოწმებელი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, რომლის შექმნის კოორდინაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ითავა.