გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობი მზიკა ტურაშვილი ყველაზე პროდუქტიულ ქალ მსახიობებს შორის დასახელდა. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელებული ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის ანგარიში მომზადდა.
“პრემიერების რეიტინგით საქართველოს სახელმწიფო დრამატულ თეატრებში პირველ ადგილზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრია!რეპერტუარის ლიდერი სპექტაკლებიდან რეგიონის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში მეორე ადგილზე ერისთავის თეატრის სპექტაკლი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ყველაზე პროდუქტიულ ქალ მსახიობებს შორის კი ერისთავის თეატრის მსახიობი მზიკა ტურაშვილი დასახელდა”, – ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კვლევის მიზანი აქტიური და ეფექტურად მომუშავე თეატრების წარმოჩენაა, რაც ქართული თეატრის განვითარებას, სფეროში არსებული პრობლემების დადგენასა და მათ აღმოფხვრას, აგრეთვე – თეატრების მუშაობის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში თვალნათლივ წარმოჩენას ემსახურება.