ახალი ამბები

გორელი მოქალაქე პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

გორელი მოქალაქე პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.

სერგო ბიჩენოვი ამბობს, რომ პოლიციელმა, რომელიც დასახმარებლად გამოიძახა ჯერ შეაფურთხა, შემდეგ კი, გონების დაკარგვამდე ურტყა. ხოლო მასთან ერთად მყოფმა მეორე თანამშრომელმა მას სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა.

“მტაცა ხელი და დამიწყო ძალადობით გათრევა, ვუთხარი, რის საფუძველზე მაკავებთ ეგ მაინც მითხარითქო. წამო ბევრს ნუ ლაპარაკობო, ჩამიყვანეს პიკაპში, ბორკილები დამადეს. გვერდზე მომიჯდა ჯოყოლიჩი,  შენნაირი კაცის დედაო… და შემაფურთხა.  მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც ადეკვატური, ჩვეულებრივი პასუხი დავუბრუნე – სიტყვიერად შევაგინე. ის გამოვიდა წყობიდან და ცემა დამიწყო. ძალიან მძიმე წუთები გამოვიარე. 14 დარტყმა მახსოვს, შემდეგ უკვე გავითიშე”– ამბობს სერგო ბიჩინოვი

პოლიციელების წინააღმდეგ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბიჩენოვი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სათანადოდ დასჯას ითხოვს. მისი თქმით, ძალადობაში 2 პოლიციელი ფიგურირებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.