ახალი ამბები

გორთან ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენთან ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ჯარისკაცი 40 წლამდე ასაკის არის. წინასწარი ინფორმაციით, ის გორში 1-ელ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.