ახალი ამბები

ერგნეთის საგუშაგოსთან პოლიცია გალანძღეს – საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის საგუშაგოსთან, პოლიციელების მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.ქ-მ და ა.მ-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, მანქანით გაიქცნენ.

“ავტომანქანით გამოიქცნენ საგუშაგოდან სოფელ ბროწლეთის მიმართულებით” , – წერია პოლიციის პატაკში, რომლის მიხედვით გაქცეულებს მანქანით 5 პოლიციელი გაეკიდა.

მას შემდეგ, რაც პოლიციელები გაქცეულ მანქანას დაეწივნენ, ისინი გააჩერეს.

“ჩვენს დანახვაზე ორივე მათგანი გახდა აგრესიული. იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ ჩვენი მისამართით. ორივე მათგანი არ დაემორჩილა ჩვენს მოთხოვნას შეეწყვიტა ლანძღვა-გინება. დაკავებისას გაგვიწიეს წინააღმდეგობა” , – ყვება გოჩა ერგემლიძე, რომელიც არის პოლიციის ტყვიავის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი.

საქმე განსახილველად პოლიციამ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძეს გადაუგზავნა. 

დატოვეთ კომენტარი