ახალი ამბები

ლუკა ავაზაშვილი: მსურს, სუმოს ისტორიაში ჩემი სახელი ჩაიწეროს და იამაყოს ქვეყანამ

გორელი სუმოისტი ბოლო რამდენიმე დღეა უწყვეტ მილოცვებს იღებს. ამჯერად, სახლში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ესტუმრა და გამარჯვება პირადად მიულოცა. გორელი სუმოისტი ამბობს, რომ მოპოვებულმა წარმატებამ მიზნის მისაღწევად მოტივაცია აუმაღლა. ლუკა ავაზაშვილს სურს, რომ სუმოს ისტორიაში შევიდეს მისი სახელი და ამით ოჯახთან ერთად ქვეყანამაც იამაყოს.

“ბავშვობიდან ვვარჯიშობ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო.
სწორედ სუმოსადმი ინტერესმა გადამაწყვეტინა სპორტის ამ მიმართულებას გავყოლოდი. რაც შეეხება ამ წარმატებას, ჩემი წინსვლის მიზანი აუცილებლად გამარჯვებით დაბრუნება იყო. მაქსიმალურად ვიბრძოდი პირველობისთვის. ჩემი მიზანია მსოფლიოს მოგება და სუმოს ისტორიაში ჩემი სახელის ჩაწერა. მინდა ჩემით ოჯახთან ერთად მთელმა ქვეყანამ იამაყოს”,
– უთხრა რადიო “მოზაიკას” ლუკა ავაზაშვილმა.

გორელი სუმოისტმა, ლუკა ავაზაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული პოლონეთში გამართულ ჩემპიონატზე 18 წლამდელებს შორის მოიპოვა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.