ახალი ამბები

„არაერთი მტკიცებულებაა, რომ ოლეგ ხუბულური პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა”

„არაერთი მტკიცებულებაა, რომ ოლეგ ხუბულური პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა” , – გორის მერიის ყოფილი თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” დაიცავს.

ორგანიზაციის იურისტის, ლექსო მერებაშვილის განცხადებით, მერიას დისციპლინური დევნის წარმოების დაწყება გათავისუფლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად დასჭირდა.

“ვითხოვთ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას. საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ოლეგ ხუბულურის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას” , – აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ოლეგ ხუბულური სამსახურიდან ივნისის თვეში გაათავისუფლეს. მერიამ მიზეზად დისციპლინური გადაცდომები დაასახელა, თუმცა ხუბულურის გათავისუფლება დროში ემთხვევა მის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც გორის მერი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ხუბულურის სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა. საქმეს მოსამართლე დავით პაპუაშვილი განიხილავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.