“გორმედის” რეანიმაციულმა და ქირურგიულმა განყოფილებებმა მუშაობა განაახლეს, – ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
‘სამედიცინო კლინიკების ქსელმა „გორმედმა“ 1 დეკემბერს ყველა მიმართულებით განაახლა პაციენტების მიღება და სრული დატვირთვით აგრძელებს შიდა ქართლის მოსახლეობისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას“, – წერია განცხადებაში.
“გორმედის” ცნობითვე, გორის, ქარელის და ხაშურის ფილიალებში აპარატურა განახლდა.
“პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამედიცინო ქსელი რეანიმაციული და ქირურგიული მიმართულებით პაციენტების მიღებას არ ახორციელებდა. 1-ლი დეკემბრიდან კი ორივე მიმართულებით პაციენტების მიღება განახლდა და კლინიკამ უკვე ათობით პაციენტს გაუწია სტაციონარული მომსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, “გორმედი” უახლოს მომავალში რებრედინგს გეგმავს.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ახალი სანებართვო პირობები დაამტკიცებამდე, “გორმედის’ ფილიალებში რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები არ ფუნქციონირებდა.