ახალი ამბები

30 დეკემბერს ხაშურში ჯგუფი REGGAEON იმღერებს

30 დეკემბერს, ხაშურში საახალწლო კონცერტს ჯგუფი REGGAEON გამართავს, – ეს ინფორმაცია ჯგუფმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დაიხარჯება კონცერტისთვის, რადგან როგორც “მოზაიკას” უთხრეს ჰონორარის ოდენობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ამ ეტაპზე ჯგუფის ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მოლაპარაკებები ჯერ არ დამთავრებულა“, – გვითხრა კოტე ფრუიძემ, ხაშურის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა.

ინფორმაციისთვის, ჯგუფი REGGAEON ახალი წლის დღეებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, კიდევ 7 კონცერტის გამართვას გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი