ახალი ამბები

მამაკაცი, რომელსაც გორში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა 

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. 

შსს- ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი