ახალი ამბები

“ვინც ესროლა, პოლიციაში თავის ფეხით მივიდა” – რა მოხდა სამწევრისში?

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მამაკაცი მოკლეს. სოფელში ამბობენ, რომ ტრაგედია შემთხვევით გასროლას მოჰყვა. 

დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა”, – ამბობენ სოფელში. 

როგორც “მოზაიკას” ადგილობრივები უყვებიან, შემთხვევა მტკვირს სანაპიროზე მოხდა. გარდაცვლილი მდინარეზე სათევზაოდ იყო წასული. 

“მამა-შვილი იყვნენ სანადიროდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას თევზაობდა. ღამე იყო და როცა  დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა”. 

ადგილობრივების ცნობითვე, ტყვია გარდაცვილს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

“ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში”. 

სამწევრისში ამბობენ, რომ თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა. 

არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით, ესროლა”, – უთხრეს “მოზაიკას”

ფაქტების მოკვლევას პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

დატოვეთ კომენტარი