ახალი ამბები

“სიბნელეში დათვი ეგონა და ესროლა” – სამწევრისში 50 წლამდე კაცი მოკლეს 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მამაკაცი მოკლეს.

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მდინარის მიმდებარედ სათევზაოდ და სანადიროდ იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიდან ისროლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.

“ღამე იყო, ამ დროს ერთს მეორე მამაკაცი დათვი ჰგონებია და თავდაცვის მიზნით თოფი ესროლა”, – ამბობენ ადგილობრივები. 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. 

ამავე თემაზე: “ვინც ესროლა, პოლიციაში თავის ფეხით მივიდა” – რა მოხდა სამწევრისში?

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი