ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, 12 წლის გოგოს მოტაცებისა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებულ 22 წლის ბიჭს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დახურული იყო, რადგან საქმეში დაზარალებულის სტატუსით არასრულწლოვანი ფიგურირებს.
შეგახსენებთ, რომ ქარელში, 22 წლის ბიჭი 12 წლის გოგო ქორწინების მიზნით მოტაცებისთვის დააკავეს. გამოძიება მას ასევე არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავება.
დატოვეთ კომენტარი