ახალი ამბები

კირბალის მოსახლეობა დაუცველია – პაატა ბურჭულაძე

პაარა ბურჭულაძე სოფელ კირბალში ჩავიდა და თამაზ გინტურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. 

ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა შეშინებულია და მათი დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა.

“ხალხი არის შეშინებული და დამფრთხალი. აქ უნდა იყვეს ქართული საგუშაგოები, ქართული ჯარი უნდა იდგეს, რომელსაც იმის უნარი ექნება შეაკაოს ოკუპანტი. თუ მოსახლეობის დაცვას ვერ ახერხებს ჩვენი მთავრობა, მაშინ ყვლას უნდა მისცენ საშუალება სახლში ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდეს და თავი თავად დაიცვას”, – აღნიშნავს ბურჭულაძე.

მედიასთან საუბარში ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტებთან არგაღიზიანების პოლიტიკა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, არ ამართლებს.

არგაღიზიანების პოლიტიკა არ ამართლებს, რომ მოუნდეს ახლა იმ ცხრა ადამიანს ვინც თამაზ გინტური მოკლა ჩამოვლენ და ყველას მოგვკლავენ. ამ პოლიციელებსაც ზედ მიაყოლებენ. პოლიციელის საქმე არ არის შეიარაღებულ ჯარისკაცებთან ბრძოლა, მათი საქმე არის დამნაშავის დაჭერა. ისინი დამნაშავეები არ არიან, ისინი არიან შეიარაღებული ბანდიტები”, – ამბობს ბურჭულაძე

დატოვეთ კომენტარი