ქარელის შესასვლელში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების ჰაბიბი მამადოღლისა და ვაჟა მარგველაშვილის ბანერები დადგეს.
როგორც “მოზაიკას” ქარელის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ვახტანგ თურქაძემ უთხრა, ბანერები აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა ერთ-ერთ კომპანიას დაამზადებინა.
“ტენდერით შევარჩიეთ კომპანია და ბანერები განთავსდა ქალაქის შემოსასვლელში ჩვენი მსოფლიო ჩემპიონების საპატივსაცემად”, – განმარტა თურქაძემ.
ორივე ბანერში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1200 ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი