ახალი ამბები

ბერშუეთში საჯარო სკოლის შენობას რეაბილიტაცია უტარდება 

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება. 

სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რისთვისაც 1 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. 

მიმდინარე სამუშაოებით გათვალისწინებულია 3 სართულიანი შენობის და ეზოს სრული რეაბილიტაცია:
  • რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი;
  • ეწყობა წინაფრა და სარინელი, იცვლება წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სასადილო და სპორტული დარბაზი;
  • ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა;
  • რებილიტირდება სკოლის ეზო, მოეწყობა მრავალფუნქციური, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და რეკრეაციული გამწვანებული სივრცე; იგება ბეტონის საფარი;
  • სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით;
  • ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: ეწყობა ადაპტირებული სველი წერტილები, ლიფტი (ამწე) და პანდუსები;
  • განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სასადილო. 

გეგმის მიხედვით, 2024 წლის გაზაფხულიდან სრულად რეაბილიტირებული საგანმანათლებლო სივრცეებით ბერშუეთის 160 მოსწავლე და 32 თანამშრომელი ისარგებლებს.

დატოვეთ კომენტარი