ახალი ამბები

გორის მე-3 საჯარო სკოლაში მოსწავლე ძაღლმა დაკბინა 

გორის მე-3 საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე ძაღლმა დაკბინა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი მიუსაფარი იყო. 

“მოზაიკა” შეეცედა მომხდარის დეტალები სკოლის ადმინისტრაციაში გაერკვია, თუმცა სკოლის დირექტორმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, ბავშვი კარგადაა. 

“რაც მთავარია, ბავშვი კარგადაა. ყველამ ვიცით, რომ ქალაქში მიუსაფარი ძაღლების პრობლემაა და ხშირად აღნიშნული სკოლის ეზოშიც შედიან. როგორც ჩანს სკოლის ღობის ღიობებში ეტევიან. რა თქმა უნდა, ყურადღებით არიან სკოლის დარაჯი და მორიგე, თუმცა შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. როგორც ვიცი, სკოლა აპირებს ღობის განახლებას, ისე რომ ძაღლებმა შესვლა ვეღარ შეძლონ”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.