ახალი ამბები

გორში მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო 

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. 

სააგენტოს ცნობით, სკოლის ახალი შენობა1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში შენდება.

“11 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტით, ახალი სკოლის სამსართულიანი შენობა გათვლილია 650 მოსწავლეზე; სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები; მოეწყობა გათბობა / ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.  სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეებზე: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები და პანდუსები; მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისთვის ეზოში იფუნქციონირებს რეკრეაციული სივრცეები”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სკოლის ახალი შენობა  ფუნქციონირებას 2025 წლიდან დაიწყებს. 

ინფორმაციისთვის, მე-11 სკოლის ძველ შენობას დემონტაჟი გასული წლის სექტემბერში ჩაუტარდა. სამუშაოები კომპანიამ შპს “ენენ ჯგუფი“ დაიწყო, ამავე კომპანიამ უნდა ააშენოს ახალი შენობაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.