სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას გვაზავა ხელშეწყობით, გორში, წმინდა იოანე მოწყალის სახელობის სათნოების სახლში დღის ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი კულტურული აქტივობებით ადგილობრივ მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს მოემსახურება.
“ეს არის სივრცე სადაც დღის განმავლობაში ადამიანები იკრიბებინ,მათ აქვთ სხვადასხვა სახის აქტივობა,მათი ინტერესიდან გამომდინარე.აქ იმყოფებიანი ადამიანები,რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო,ზოგჯერ ავადმყოფობის,ზოგჯერ წლოვანების გამო სახლში აღმოჩდნენ ჩაკეტილ სივრცეში და მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ურთიერთობა სხვა ადამიანებთან მათი დატვირთვა ხელსაქმით”, – თქვა მეუფე ანდრეამ.
პროექტის ფარგლებში, დღის ცენტრთან ერთად, შინ მოვლის სამსახურიც ამოქმედდა. 20-მდე სერტიფიცირებული მედდა შესაბამისი საჭიროების მქონე პირებზე იზრუნებს და მათ სათანადო სამედიცინო დახმარებას გაუწევს.