ახალი ამბები

გორში საიამ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

გორში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მოახლოებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა შეხვედრაზე ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის და ფარულობის შესახებ ისაუბრა.

“შეხვედრას დაესწრნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება არჩევნების თემატიკასთან დაკავშირებით და შესაბამისად ყურადღება გამახვილდა ფარულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია  ამ საკითხის განხილვა, იმისათვის რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა თავისუფალ არჩევნებში როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს სწორედ იმაში რომ საზოგადოება არის არაინფორმირებული ელექტრონული წესით როგორ უნდა მოხდეს ხმის მიცემა და ამ ხარვეზის გამოსწორება ერთ-ერთი საკითხი იყო ჩვენ დღეს ჩავატარეთ შეხვედრა”, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

ბებიაშვილის თქმით მსგავსი ფორმატის შეხვედრა კასპში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც მოეწყობა.

“ვიმედოვნებ რომ საზოგადოება უფრო მეტად დაინტერესდება ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცესთა  დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაცია ვაკვირდებით ამ პროცესებს და მოხდება შესამაბისი ანგარიშგება. შეხვედრა ჩატარდა გორში ახლა ვგეგმავთ იგივე შეხვედრა კასპში მოვაწყოთ”, – აღნიშნავს ბებიაშვილი

დატოვეთ კომენტარი