გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო 5 საბავშვო ბაღისთვის სათამაშოებს შეიძენს.
სხვადასხვა სახისა და დასახელების სათამაშოს შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა და 33 977 ლარი გაითვალისწინა.
სამაშოების მიწოდება მოხდება შემდეგი საბავშვო ბაღებისთვის:
- გორის N3 საბავშვო ბაღი;
- მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი;
- საქაშეთის საბავშვო ბაღი;
- ხელთუბნის საბავშვო ბაღი;
- მეღვრეკისის საბავშვო ბაღი.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს გაიხსნება საქაშეთისა და ხელთუბნის რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები, ხოლო მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღების გახსნის ზუსტი დრო, კვლავ უცნბია. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, შენობები უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
ამავე თემაზე: 15 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტში 3 ახალი ბაღი გაიხსნება
დატოვეთ კომენტარი